სომხეთში მომიტინგეები პუტინისა და ОДКБ-ს წინააღმდეგ გამოვიდნენ

22-11-2022 23:11:59 კავკასია

სომხეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) სომხეთის გასვლას მოითხოვენ და ქვეყნაში რუსეტს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ეწინააღმდეგებიან.

ერევანში უკვე ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ОДКБ-ს დიპლომატიური დეპარტამენტების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაში.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს სომხეთში ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება.

შეხვედრის მონაწილეები საერთაშორისო და რეგიონულ აქტიურ პრობლემებს განიხილავენ. განსახილველ თემებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების კრიზისებზე რეაგირების ინსტრუმენტის გაუმჯობესება და სომხეთისთვის საერთო დახმარების გაწევის შესაძლებლობების განხილვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები