
ხარაგაულში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
23/11/2022 07:59:38 სამართალი
ხარაგაულში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული ჯ.ს. დააკავეს.
რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, მისი ვინაობა დადგენილია.
სამართალდამცველები ბრალდებულის ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
გუშინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხარაგაულში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.