ხაშურში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ბიზნესმენი დააკავეს

23-11-2022 12:43:13 სამართალი

ხაშურში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ბიზნესმენი დააკავეს. ის ისრაელის მოქალაქეა. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

დღესვე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხაშურის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის 139 (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება) და 126 პრიმა (ოჯახში ძალადობას) მუხლებით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები