
ორთვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ კახეთში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
23/11/2022 08:46:32 სამართალი
კახეთში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი ორთვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. 27 წლის მარიამ აბაზაძე ქმარმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში დაჭრა. იგი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.
დაჭრილს, თავდაპირველად, წნორის კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
ქალის დაჭრის გამო პოლიციამ 27 წლის შმაგი ხუნაშვილი დააკავა, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია. სახელმწიფო ბრალდების თქმით, ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც კაცმა ცოლს სანადირო თოფიდან ესროლა.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომლებიც ბებიასთან იმყოფებიან.
გამოძიება, მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11' 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.