23-11-2022 13:30:24 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 23 ნოემბერს იტყობინება, რომ გასული დღის განმავლობაში, რუსეთმა კიდევ 410 სამხედრო დაკარგა უკრაინის წინააღმდეგ ომში, ხოლო ჯამში – 85 410 ჯარისკაცი.
გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმიამ ყველაზე დიდი დანაკარგი ავდეევკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით განიცადა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, რუსებმა ასევე დაკარგეს:
21 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგების შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ უკრაინის ომში 5937 რუსი სამხედრო დაიღუპა, რაც ჩამორჩება ჟურნალისტების მიერ ღია წყაროებში დაღუპულთა შესახებ მოკრებილ ცნობებსაც კი, რომელიც სრულად ასევე არ ასახავს რეალობას.