
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ აღიარებს
23/11/2022 11:26:21 ევროპა
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ ცნობს.
რეზოლუციას 494-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 58 წინააღმდეგი იყო, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.
"რუსეთი არის ტერორისტული რეჟიმი უკრაინაში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განზრახ განადგურებისა და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის გამო", – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ რეზოლუცია საშუალებას მისცემს ევროკავშირს, გააფართოვოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რეზოლუცია შესასრულებლად არასავალდებულოა. ევროპარლამენტს არ შეუძლია, აიძულოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ან ევროკომისია დაიცვას მისი რეკომენდაციები.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ - პოლონეთმა, ჩეხეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ უკვე აღიარეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021