
"სვატოვო-კრემენოის მიმართულებით ინიციატივა უკრაინის არმიის მხარესაა" - გაიდაი
23/11/2022 12:17:24 ევროპა
რუსეთის ჯარები არ წყვეტენ ბელოგორივკის მხრიდან უკრაინის თავდაცვის გარღვევის მცდელობებს, – განაცხადა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ 23 ნოემბერს უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
„ისინი იქ შეტევაზე გამუდმებით ყრიან ახალ და ახალ დანაყოფებს, მაგრამ არაფერი გამოდის. მაგრამ მაინც, მათ იქ უამრავი ხალხი შეკრიბეს... ზოგადად, ამ მიმართულებით – ბელოგოროვკიდან ბახმუტამდე, დაახლოებით 2000 პატიმარი ჰყავთ შეტევაში“, - თქვა მან.
ამასთან, მისივე ცნობით, სვატოვო-კრემენოის მიმართულებით ინიციატივა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარესაა, თუმცა ამინდი უშლის ხელს წინსვლაში.
„ამინდი ხელს უშლის რუსებსაც, შეტევა ბელოგოროვკის და ბახმუტის მიმართულებით ტექნიკითაც განახორციელონ. ამიტომ, ახლა ყინვებს ველით, რამდენიმე დღიანს მაინც, რომ ნიადაგი უფრო მყარი გახდეს, გაუძლოს ტექნიკას და ვფიქრობ, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებს ახალი დადებითი სიახლეების მოწოდებას ლუგანსკთან დაკავშირებით“, - ვარაუდობს რეგიონის ხელმძღვანელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერია რუსული ჯარების შეტევა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 11 დასახლების პუნქტთან, მათ შორის – ბელოგოროვკასა და ბახმუტის რაიონებში.