Accentnews.ge
ყირიმიდან კვლავ ძლიერი აფეთქებების შესახებ იუწყებიან

ყირიმიდან კვლავ ძლიერი აფეთქებების შესახებ იუწყებიან

23/11/2022 12:32:01 ევროპა

რუსული და ანექსირებული ყირიმის ტელეგრამ–არხების ცნობით, 23 ნოემბერს ევპატორიაში აფეთქებები მოხდა.

არხი «Крымский ветер» წერს "ძლიერი აფეთქებების" შესახებ, რომლის შედეგადაც „იატაკი იძროდა“. აფეთქების ხმები ისმოდა ტერეშკოვას სანაპიროს მიდამოშიც.

აფეთქებების შესახებ იუწყებიან არხები «ЧП/Крым», «Евпатория ЧП» და სოციალურ ქსელის მომხმარებლები.

ევპატორიის რუსი მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ლოსკუტოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ ეს იყო რუსეთის ჯარების „გეგმური წვრთნა“ ქალაქის ტერიტორიაზე.

23 ნოემბერს რუსეთის მიერ კონტროლირებადი სევასტოპოლის ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმაც განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ასევე დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო წვრთნებთან.

მანამდე ჟურნალისტებიც იუწყებოდნენ, რომ 22 ნოემბრის ღამეს სევასტოპოლში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჯერ მასიური აფეთქებების ხმები ისმოდა, შემდეგ სროლის. სევასტოპოლის რუსმა ხელმძღვანელმა აღნიშნული დრონების თავდასხმას და საჰაერო თავდაცვის მუშაობას დაუკავშირა.

ცნობისთვის: ყირიმსა და სევასტოპოლში აგვისტოდან მოყოლებული ხშირად ფიქსირდება აფეთქებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S