Accentnews.ge
ყირიმში რუსული სამხედრო ტექნიკის რუსეთში გადასროლა გააქტიურდა (ფოტო)

ყირიმში რუსული სამხედრო ტექნიკის რუსეთში გადასროლა გააქტიურდა (ფოტო)

23/11/2022 13:17:24 ევროპა

ხერსონის ოკუპირებული რეგიონიდან ქერჩის (ყირიმის) ხიდის მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონების ინტენსიური მოძრაობა დააფიქსირეს.

როგორც იუწყებიან, რუსული სამხედრო ტექნიკის დიდი კოლონა ჟანკოეს მიმართულებით გაემართა „ტავრიდას“ გზატკეცილისკენ, ფეოდოსიის მახლობლად.

თვითმხილველების თქმით, სამხედრო კოლონა ემზადებოდა ქერჩის ხიდზე გადასასვლელად. ამასთან, იუწყებიან, რომ ქერჩის ხიდზე სამოქალაქო სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში ბევრი რუსული სამხედრო სატვირთო მანქანა მოძრაობს ძირითადად, ქერჩის ხიდის მიმართულებით.

ერთ-ერთ რუსულ სამხედრო სატვირთო მანქანაზე, რომელიც ხერსონის რაიონიდან კოლონის შემადგენლობაში მოძრაობდა, იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები შეამჩნიეს.

11 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რვათვიანი რუსული ოკუპაციის შემდეგ ხერსონი უკრაინის არმიის კონტროლს დაუბრუნდა. ქალაქის ცენტრში კვლავ აღიმართა უკრაინის დროშა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S