უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად მოლდოვის მოსახლეობის 50%–ზე მეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

23-11-2022 17:25:41 მსოფლიო

უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად მოლდოვის მოსახლეობის 50%–ზე მეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ანდრეი სპინუ ავრცელებს.

"სახელმწიფო ენერგეტიკული ფირმა "Moldelectrica" პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს", – განაცხადა მოლდოვის ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე იერიში განაახლა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მიტანილი იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა.

აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

ამასთან, აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვში, ვინიცის, ოდესისა და პოლტავის ოლქებში, მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები