Accentnews.ge
ხერსონის ოლქის სწრაფ ოკუპაციაზე პასუხისმგებელი პირები დასახელდებიან – დანილოვი

ხერსონის ოლქის სწრაფ ოკუპაციაზე პასუხისმგებელი პირები დასახელდებიან – დანილოვი

23/11/2022 13:44:50 ევროპა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა იმედი გამოთქვა, რომ დასახელდება იმ პირების ვინაობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასაწყისში ხერსონის რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაზე.

„ამ საკითხს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ და აქ საიდუმლოებები არ იქნება“– განაცხადა დანილოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან ყველაფერი ყველასთვის ცნობილი გახდება“.

„ახლა ვინმეს წინასწარ დადანაშაულება, გვარის დასახელება...პასუხი რომ მქონდეს, დამიჯერეთ, გამოგიცხადებდით, თუ 100%–ით ვიქნებოდი დარწმუნებული. არ მინდა, ვინმე დაუსწრებლად ვახსენო. ღმერთმა არ ქნას, ეს არ იყოს ისე, როგორც მე ვიტყვი. ეს მე ძალიან არ მინდა –პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ“, - განაცხადა დანილოვმა.

მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე 63 ნაწამები მსხვერპლის ცხედარი იპოვეს.

რუსეთის ჯარებმა მარტის დასაწყისში აიღეს ხერსონი და რეგიონის თითქმის მთელი ტერიტორია. მას შემდეგ ხშირად ისმებოდა შეკითხვა, როგორ დაიკავეს რუსულმა ჯარებმა გამაგრებული ქალაქი და იყო საუბარი ამაში კოლაბორანტების როლზე.

უკრაინის არმიამ ქალაქ ხერსონზე კონტროლი 11 ნოემბერს აღადგინა. რეგიონულ ცენტრში კვლავ აღიმართა უკრაინის დროშა.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან აღიძრა 41 000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე სამხედრო დანაშაულების ფაქტებზე, რომლებიც სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს უკრაინის ტერიტორიაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S