
ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ შოტლანდიას უარი უთხრა დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარებაზე
23/11/2022 14:31:44 ევროპა
დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შოტლანდიაში კანონმდებლებს არა აქვთ უფლება, ჩაატარონ მეორე რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ, თუკი საამისოდ არ ექნებათ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ნებართვა.
საქმე სასამართლოს გადაეცა მას შემდეგ, რაც შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯერსმა წარმოადგინა გეგმები მეორე კენჭისყრის მომავალი წლის 19 ნოემბერს გამართვის თაობაზე. სასამართლოს სამეფო ადვოკატმა დოროთი ბეინმა მიმართა.
დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ეწინააღმდეგება მეორე პლებისციტის ჩატარებას. ლონდონში აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის საკითხი უკვე გადაწყდა 2014 წლის რეფერენდუმზე. მაშინ 55%-მა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცა ხმა. გამოყოფის მომხრე შოტლანდიის ნაციონალური პარტია განმეორებით რეფერენდუმს ითხოვს.
უკანასკნელ წლებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ შოტლანდიელი ამომრჩევლები დაახლოებით თანაბრად არიან გაყოფილი ამ საკითხის ირგვლივ.