
თურქეთმა უკრაინას მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გადასცა – მედია
23/11/2022 14:56:20 ევროპა
თურქეთმა უკრაინას გაუგზავნა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები TLRG-230. ამის შესახებ სააგენტო უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ იტყობინება, რომელმაც თავის ტელეგრამ–არხზე ამ იარაღის გამოყენების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.
სააგენტო განმარტავს, რომ ხსენებულ სისტემებს Bayraktar TB2–ის დრონებთან ერთად მუშაობა შეუძლიათ.
აღნიშნულია, რომ მიწოდებული გამშვები მოწყობილობის და ჭურვების რაოდენობა უცნობია.