Accentnews.ge
"კრემლისტურმა ჯგუფმა" ევროპარლამენტის საიტზე კიბერშეტევა განახორციელა

"კრემლისტურმა ჯგუფმა" ევროპარლამენტის საიტზე კიბერშეტევა განახორციელა

23/11/2022 16:49:07 ევროპა

ევროპარლამენტის საიტი გაითიშა. მანამდე დეპუტატებმა რუსეთი "ტერორირზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ" გამოაცხადეს.

ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ტვიტერზე დაწერა, რომ "საიტზე კომპლექსური კიბერშეტევა მიმდინარეობს. პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო".

"ჩემი რეაქცია: #SlavaUkraini" - დაამატა მან.

23 ნოემბრის სხდომაზე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ნიადაგს ამზადებენ საიმისოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ.

„რეგულარული თავდასხმები და სიმხეცე, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დანგრევა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები უტოლდება ტერორისტულ აქტებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ და სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს“ - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S