Accentnews.ge
ევროპული პარლამენტი: "წევრობაზე მოლაპარაკებები კანდიდატებთან ამ ათწლეულის ბოლომდე უნდა დავასრულოთ"

ევროპული პარლამენტი: "წევრობაზე მოლაპარაკებები კანდიდატებთან ამ ათწლეულის ბოლომდე უნდა დავასრულოთ"

23/11/2022 17:06:36 ევროპა

გაფართოვება უალტერნატივოა და ევროკავშირმა ის უნდა დააჩქაროს. წევრობის შესახებ მოლაპარაკებები ყველა კანდიდატთან 2030 წლამდე უნდა დაასრულოს - წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპულმა პარლამენტმა 23 ნოემბერს მიიღო. მას მხარი 502–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 75 წავიდა.

დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირს, შეცვალოს ახალი წევრების მიღების წესი - ერთსულოვნების ნაცვლად, ხმათა უმრავლესობით. რადგან რუსეთიდან წამოსული საფრთხის ფონზე გაფართოვება “ევროკავშირის ხელში არსებულ ყველაზე ძლიერ იარაღად რჩება”.

ევროპარლამენტი აღიარებს, რომ გაფართოვების შეჩერება და ბოლო წლებში ბალკანეთის ქვეყნებთან წევრობაზე მოლაპარაკებების შეყოვნება ევროკავშირს ძვირი დაუჯდა:

“ამან გააჩინა ვაკუუმი და გაუხსნა სივრცე რუსეთს, ჩინეთს და ზიანის მომტან მესამე აქტორებს. ეს აღარ უნდა განმეორდეს.

ევროკავშირმა უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც აიღო დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინაშე […] და უზრუნველყოს, რომ გაფართოვება სხვა ალტერნატივებით აღარ ჩანაცვლდეს”.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ბრიუსელს, გააქტიურდეს. ანუ გაამკაცროს კონტროლი მისი რეკომენდაციების შესრულებაზე და მყისიერად დააწესოს სანქციები, თუკი კანდიდატ ქვეყნებს ექნებათ არადემოკრატიული გადაცდომები. მაგრამ ამასთანავე, ევროკავშირმა უნდა "დააჯილდოვოს" ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნები დემოკრატიული რეფორმების ჩატარებისთვის. მათ შორის, ევროპული ბაზრის გახსნით.

დეპუტატებს სურთ, რომ განისაზღვროს “მკაფიო დედლაინები” და წევრობის შესახებ მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყნასთან დასრულდეს “ამ ათლწლეულის ბოლომდე”.

ამისთვის კანდიდატებს უფრო ცხადად უნდა განუსაზღვრონ, რა ამოცანებია შესასრულებელი. საქართველომ კი უნდა მიიღოს “მკაფიო საგზაო რუკა, ხელშესახები მოთხოვნებით, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს კანდიდატის სტატუსის...მისაღებად”.

უცვლელია ის სფეროები, რომელთა გაუმჯობესებასაც საქართველოს სთხოვენ: “სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციასთან ბრძოლა, დემოკრატიული კონტროლი, ადამიანის უფლებები და დეოლიგარქიზაცია”.

საქართველომ, როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანამ, უკრაინასთან და მოლდოვსთან ერთად დაფინანსება უნდა მიიღოს "IPA III" პროგრამიდან.

IPA ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებისთვის 2007 წელს შეიქმნა და მისი მიზანია მოამზადოს ისინი წევრობისთვის. 2021 წლისთვის ბრიუსელმა უკვე თითქმის 25 მილიარდი ევრო დახარჯა ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებში.

გეგმის თანახმად, 2027 წლამდე, ჯამში, კიდევ 13 მილიარდს მიიღებენ როგორც კანდიდატი, ისე პოტენციური კანდიდატი ქვეყნები. "ასოცირებული ტრიოს" დამატების შემდეგ, ევროპარლამენტი მოუწოდებს ბრიუსელს, გაზარდოს პროგრამის დაფინანსება.

საქართველომ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშრის წევრობაზე განაცხადადი გააკეთა უკრაინაში ომის დაწყებიდან ცოტა ხანში. თუმცა ამ ორისგან განსხვავდებით 23 ივნისს ევროპული კომისიისგან მიიღო ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის გარეშე.

იმისთვის, რომ დაეწიოს “ასოცირებული ტრიოს” დანარჩენ ორ წევრს, საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. თბილისის პროგრესს ბრისეული წლის ბოლოს შეაფასებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S