Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 70 რუსული რაკეტიდან 51 ჩამოაგდო - სარდლობა

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 70 რუსული რაკეტიდან 51 ჩამოაგდო - სარდლობა

23/11/2022 17:22:59 ევროპა

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 23 ნოემბერს რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს 70 რუსული რაკეტიდან 51 ჩამოაგდო,– იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.

„23 ნოემბერს ტერორისტულმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ განახორციელა მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სტრატეგიული თვითმფრინავებიდან და შავი ზღვის ფლოტის გემებიდან. გაშვება განხორციელდა 10 Tu-95ms რაკეტმზიდი თვითმფრინავიდან როსტოვის ოლქის ვოლგოდონსკის რეგიონებიდან და კასპიის ზღვიდან, ასევე ორი პატარა სარაკეტო ნავით შავი ზღვიდან. საერთო ჯამში, დაახლოებით 70 ფრთოსანი რაკეტა Kh-101 / Kh-555, „კალიბრი“ იქნა გასროლილი. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურა 51 რაკეტა“, - ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის სამხრეთით განადგურდა „ლანცეტის“ ტიპის ხუთი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი:

„უკრაინის საჰაერო ძალები აგრძელებენ სახელმწიფოს საჰაერო სივრცის დაცვის ამოცანების შესრულებას, მტრული საჰაერო სამიზნეების განადგურებას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ყველა მიმართულებით. სამწუხაროდ, რუსეთის მორიგი ტერაქტის შედეგად დაიღუპა ხალხი, განხორციელდა დარტყმა საცხოვრებელ კორპუსებზე. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა გამო“.

ამასთან, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა 31 რაკეტა გაუშვეს კიევის მიმართულებით, მათგან 21 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო:

„რამდენიმე დარტყმა გვაქვს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე“.

რუსეთმა 23 ნოემბერს უკრაინის დასახლებებზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კიევში კრიტიკულ ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა. რიგ რეგიონებში ელექტროენერგია არ არის. ელექტროენერგია გაითიშა მოლდოვაშიც.

არსებული ცნობებით, სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 36 დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S