23-11-2022 22:05:11 ევროპა
უკრაინა მიმართავს გაერო-ს, მოიწვიოს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე დღეს განხორცელებული მასიური სარაკეტო იერიშის შემდეგ,– განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„მე დავავალე უკრაინის ელჩს გაეროში, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ მოწვევა დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება ტერორიზმია და უკრაინა გააგრძელებს მსოფლიოსგან მტკიცე რეაგირების მოთხოვნას ამ დანაშაულებებზე!“, - დაწერა მან „ტვიტერზე“ და დასძინა, "უკრაინას ვერ შეაშინებს რუსი სამხედრო დამნაშავეების მშიშარა არაადამიანური ტერორისტული თავდასხმები!".
გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სასწრაფო სხდომას 24 ნოემბრის ღამეს გამართავს.
რუსეთმა 23 ნოემბერს მორიგი მასიური სარაკეტო იერიში განახორციელა კიევსა და უკრაინის სხვა დასახლებებზე. კიევზე თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 17 წლის გოგონა. დაშავებულთაგან 5 ბავშვია. იერიშების დროს ჯამში 6 ადამიანი დაიჭუპა, დაშავდა – 36.
მოსკოვი, მიუხედავად მრავალი მტკიდებულებისა, უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.