Accentnews.ge
უკრაინამ 35 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინამ 35 სამხედრო დაიბრუნა

23/11/2022 19:01:30 ევროპა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლის აქტი შედგა. შედეგად უკრაინამ 35 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი დაიბრინა,– ფაქტის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი იუწყება.

გათავისუფლებულთა შორის არიან მარიუპოლის დამცველები (რომლებიც რუსების მიერ ქალაქის დაკავების შემდეგ, აზოვსტალში იყვნენ გამაგრებული), ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, რომლებიც შეჭრის პირველ დღეებში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დაატყვევეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ჯამში უკრაინამ 22 ეროვნული გვარდიის მებრძოლი, 8 მესაზღვრე, საზღვაო ძალების 4 და შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო გაათავისუფლა.

ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 35 სამხედრო გადაეცა რუსეთს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S