Accentnews.ge
რუსული ნავთობის ზღვრული ფასის შესახებ ევრომოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

რუსული ნავთობის ზღვრული ფასის შესახებ ევრომოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

24/11/2022 00:37:48 ევროპა

ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობის ზედა ზღვრულ ფასზე ვერ შეთანხმდნენ, - იუწყება "Bloomberg"-ი.

ევროკავშირი და დიდი შვიდეული (G7) შემაჯამებელი შეთანხმების 23 ნოემბერს გაფორმებას იმედოვნებდნენ, მაგრამ ამისთვის კავშირის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. განხილვა კი ჩიხში შევიდა იმის გამო, რომ ევროკომისია 1 ბარელში $65-იანი ზედა ზღვრის დაწესების ინიციატივით გამოდიოდა, პოლონელმა და ბალტიისპირელმა დიპლომატებმა ეს მეტისმეტად რბილ შეზღუდვად შეაფასეს, საბერძნეთი, მალტა და ზღვაოსნობის მსხვილი დარგების მქონე რიგი სხვა სახელმწიფოები კი პირიქით, უარზე იყვნენ, ზედა ზღვარი $70-ზე ნაკლებით განსაზღვრულიყო.

ღამით განხილვები გრძელდებოდა და შეთანხმების კვლავ ვერმიღწევის შემთხვევაში გაგრძელდება 24 ნოემბერსაც.

პრობლემა იმაშია, რომ ზღვრული ფასი ერთის მხრივ, ეფექტურ სანქციად უნდა იქცეს რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო მეორეს მხრივ, მაქსიმალურად მცირედად დააზარალოს ევროკავშირის სახელმწიფოები, - განუმარტა მედიის წარმომადგენლებს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

ცნობისთვის: რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრული ფასის დაწესებაზე G7-ის ქვეყნები სექტემბერში, მე-8 სასანქციო პაკეტის განხილვისას შეთანხმდნენ. ლიმიტირებულზე მაღალი ფასის შემთხვევაში კომპანიებს გადაზიდვები, მათი დაზღვევა და გარიგებების დაფინანსება აეკრძალებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S