Accentnews.ge
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  მოლდოვას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოვას ეწვევა

24/11/2022 07:12:36 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 2022 წლის 24 ნოემბერს ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკას ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მოლდოვას რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

„ილია დარჩიაშვილი შეხვდება მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს ნიკუ პოპესკუს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრების განცხადებები პრესასთან. კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-მოლდოვას ორმხრივი პარტნიორობის საკითხები, საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ კუთხით ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S