Accentnews.ge
საქართველოში გერმანიის ელჩი: "12 რეკომენდაციის შესრულების შემდეგ იქნება საუბარი კანდიდატის სტატუსზე, ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა"

საქართველოში გერმანიის ელჩი: "12 რეკომენდაციის შესრულების შემდეგ იქნება საუბარი კანდიდატის სტატუსზე, ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა"

24/11/2022 07:22:32 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შემდეგ იქნება საუბარი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე.

მისი თქმით, ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა.

„საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს მოხდება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. ჩვენ, ევროპა დავეხმარებით საქართველოს, რომ პროცესი მისთვის წარმატებით წარიმართოს. ევროპა არის პლურალისტული დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება, სწორედ ამიტომ ევროპის საბჭომ საქართველოს დაუწესა 12-პუნქტიანი რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ იქნება საუბარი კანდიდატის სტატუსზე. შემდეგ იწყება გრძელი და რთული გზა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S