Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთში საქართველოს ახალდანიშნულ ელჩ თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთში საქართველოს ახალდანიშნულ ელჩ თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა

24/11/2022 09:14:49 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა, რომელიც რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახური ავრცელებს.

პრემიერმა თამარ ბერუჩაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

ბოლო პერიოდში თამარ ბერუჩაშვილი იკავებდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S