
ერმაკი: "უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 50 ჯარისკაცი, მათ შორის მარიუპოლის მცველები გაათავისუფლა"
24/11/2022 14:49:14 მსოფლიო
24 ნოემბერს კიევმა და მოსკოვმა სამხედრო ტყვეები ფორმატით "50-50"-ზე გაცვალეს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ "უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 50 ჯარისკაცი, მათ შორის მარიუპოლის მცველები გაათავისუფლა".
"დღეს რუსული ტყვეობიდან 50 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხეთ მარიუპოლის 19 დამცველის დაბრუნება, რომელთაგან 12 ევაკუირებული იქნა "აზოვსტალიდან", ასევე 15 პატიმარი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან და 7 ზმეინის კუნძულიდან", - წერს ერმაკი სოციალურ ქსელში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა პატიმართა გაცვლა, რომლის დროსაც მოსკოვმა 50 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა.
მანამდე პატიმრების გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის გუშინ მოხდა ფორმულით "35-35-ზე". 3 ნოემბერს კი მხარეებმა ასევე თანაბარი რაოდენობის 107-107 პატიმარი გაცვალეს.
ცნობისთვის: უკრაინელი და რუსი ტყვეების რაოდენობაზე ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არც ერთ მხარეს არ გაუვრცელებია. 29 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარტიდან დღემდე ჯამში, 1031 უკრაინელი ტყვე იყო გაათავისუფლებული.