Accentnews.ge
Politico: "ევროკავშირში რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ"

Politico: "ევროკავშირში რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ"

24/11/2022 14:55:45 მსოფლიო

ევროკავშირში რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ, – იუწყება Politico ოთხ დიპლომატზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისია რუსული ნავთობის ერთ ბარელზე $65-დან $70-მდე ზედა ზღვრის დაწესების იდეით გამოვიდა, რაც ახლოსაა G7-ის ქვეყნების წინადადებასთან.

Politico-ს ცნობით, ქვეყნების უმეტესობა ამ ფასს დათანხმდა, გარდა პოლონეთისა, რომელიც გაცილებით დაბალ ზღვარს, ერთ ბარელზე $30-ს მოითხოვდა.

როგორც გამოცემა იტყობინება, საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.

აშშ, ევროპის კავშირის ქვეყნები და ბაზრის სხვა მონაწილეები ცდილობენ, შეუმცირდეს რუსეთს ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი, რაც უკრაინაში შეჭრის დაფინანსების მთავარ წყაროდ მიიჩნევა და ამავდროულად, არ დაუშვან ფასის მკვეთრი ზრდა.

5 დეკემბერს ძალაში შედის ევროპის კავშირის სანქციების მერვე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს ზღვრული ფასის დაწესებას რუსულ ნავთობზე, რომელიც ტანკერებით გადაიზიდება.

რუსეთი უკვე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უარს განუცხადებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე იმ ქვეყნებს, რომლებიც ზღვრულ ფასებს დააწესებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S