პენტაგონი: "სირიაში თურქეთის საჰაერო დარტყმებმა პირდაპირ საფრთხე შეუქმნა ამერიკელი პერსონალის უსაფრთხოებას"

24-11-2022 19:54:17 მსოფლიო

პენტაგონის განცხადებით, სირიაში თურქეთის ბოლო საჰაერო დარტყმებმა პირდაპირ საფრთხე შეუქმნა ამერიკელი პერსონალის უსაფრთხოებას, რომლებიც მუშაობენ სირიაში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად.

"აუცილებელია დაუყონებლივ დეესკალაცია, რათა შევინარჩუნოთ ფოკუსირება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების მისიაზე და უზრუნველყოფილ იქნას ადგილზე პერსონალის უსაფრთხოება, რომლებიც ჩართულია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების მისიაში“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები