24-11-2022 20:13:19 პოლიტიკა
ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება "ნამდვილად მოხსნის ორ ძირითად პრობლემას, რომელიც ესახება ვაშინგტონს და ევროკავშირს საქართველოში".
მისი თქმით, რეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
"ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხი ორი მთავარი საკითხია, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ევროპას აწუხებს და რაზეც მახვილდება ყურადღება. პრეზიდენტმა თქვა, რომ კონსტიტუციით არ აქვს ამის უფლება, მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ არის სურვილი, ყოველთვის გამოიძებნება გამოსავალი", - განაცხადა კრამერმა "მთავარი არხის" ეთერში.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".