
ესტონეთი რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება
24/11/2022 16:26:16 ევროპა
ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთის თავდასხმის საფრთხის გამო თავშესაფრების საგანგებოდ მზადება დაიწყო.
შესაფერის ადგილებს ირჩევენ სკოლებში, სავაჭრო ცენტრებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში, - იუწყება "Bloomberg"-ი ქვეყნის შს მინისტრ ლაური ლაენემეტსზე დაყრდნობით.
"30 წელი არ გვიფიქრია ამაზე. ათი წლის წინაც კი სჭარბობდა აზრი, რომ ჩვეულებრივი ბრძოლა და რაკეტები აღარასოდეს იქნებოდა. მაგრამ დღეს ვითარება შეცვლილია და ის, რომ ამ წუთისთვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ომი არაა, არ ნიშნავს, რომ უარესისთვის არ უნდა ვემზადოთ", — განმარა მან.
ერთ-ერთი თავშესაფარი რუსეთთან საზღვარზე, ქალაქ ნარვაში, XVII საუკუნის საფორტიფიკაციო ნაგებობის ლაბირინთებში მოეწყო. მას ასობით ადამიანის დაცვა შეუძლია, - წერს გამოცემა.
მთავრობის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგების თანახმად, რუსეთის მხრიდან თავდასხმას მოსახლეობის თითქმის მესამედი არ გამორიცხავს.
მანამდე რესპუბლიკაში პარტიზანული რაზმების ჩამოყალიბებაც დაიწყეს.