
თერჯოლაში ექს-მეუღლემ ქალს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა
24/11/2022 17:13:09 სამართალი
თერჯოლაში, "მაგნიტის" მაღაზიაში ყოფილმა ქმარმა ქალს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ქალი დაიღუპა, მამაკაცმა კი დაზიანებები მიიღო.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.