Accentnews.ge
პუტინმა რუსული იარაღის წარმოების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა მოითხოვა

პუტინმა რუსული იარაღის წარმოების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა მოითხოვა

24/11/2022 19:39:46 მსოფლიო

რუსეთში იარაღის წარმოების მოცულობა უნდა გაიზარდოს, ხარისხი კი ამაღლდეს, - განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის სხდომაზე, რომელიც რუსული ჯარის საჭიროებების უზრუნველყოფის საკითხებს ეძღვნებოდა.

პრეზიდენტის თქმით, "არსებობს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობის კორექტირების აუცილებლობა, საკონსტრუქტორო ბიუროსა და იმ სამეცნიერო ორგანიზაციების ჩათვლით, რომლებსაც საუთარი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ შეიარაღებული ძალებისგან უნდა მიეწოდებოდეთ".

"აუცილებელია შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მჭიდრო ერთობლივი მუშაობა, მათ შორის - სახელმწიფო დაკვეთების ჩამოყალიბება/კორექტირებისა და პერსპექტიული ამოცანების განსაზღვრისას", - აღნიშნა პუტინმა.

"მნიშვნელოვანია, არა მარტო გავზარდოთ მოცულობები და მიწოდებების ნომენკლატურა, არამედ გავაუმჯობესოთ პროდუქციის ხარისხობრივი მახასიათებლები. სწორედ ამიტომაა ესოდენ მნიშვნელოვანი პირდაპირი კავშირი მწარმოებლებს, საკონსტრუქტორო ცენტრებსა და მომხმარებლებს შორის", - ციტირებს პრეზიდენტს "ინტერფაქსი".

  • ნოემბერში პუტინმა დე-ფაქტოდ შეაჩერა რუსეთში იარაღის წარმოების უმსხვილესი სახელმწიფო პროგრამა (ГПВ), რომელზეც ბიუჯეტიდან ბოლო ათი წლის განმავლობაში 20 ტრლნ რუბლზე მეტი იყო გამოყოფილი.
  • ფაქტობრივად შეჩერებულია ახალი პროგრამის შემუშავებაც, რომელიც 22 ტრლნ რუბლად იყო შეფასებული. მიზეზად უკრაინის ომში მიღებული გამოცდილების საფუძველზე პრიორიტეტების გადახედვის აუცილებლობა დასახელდა.

ომში განადგურებული ტექნიკის შეცვლის საჭიროება და დასავლეთთან შეიარაღების წარმოების ახალ შეჯიბრში ჩაბმა შეუქცევადად ასუსტებს რუსეთის ეკონომიკას, - დარწმუნებულია RBC BlueBay Asset Management-ის უფროსი სტრატეგი განვითარებადი ბაზრების საკითხებში და Chatham House-ის რუსეთისა და ევრაზიული პროგრამების სამეცნიერო თანამშრომელი ტიმოტი ეში.

"როგორ გაიმარჯვებს რუსეთი ამ შეჯიბრში, როცა დასავლეთის ჯამური მშპ $40 ტრლნ-ს უტოლდება და სამხედრო ხარჯები $1 ტრლნ-ს აჭარბებს, ხოლო რუსეთის მშპ სულ $1,8 ტრლნ-ია? პუტინს მოუწევს, ხარჯები თავდაცვაზე გადაამისამართოს და ამას უკვე აკეთებს, რითაც რისკავს, საშუალოვადიან პერსპექტივაში მიიღოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური მღელვარება მისი რეჟიმისთვის პირდაპირ და ირიბ საფრთხესთან ერთად" - განმარტავს ეში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S