Accentnews.ge
მოლდოვისა და ირლანდიის პარლამენტებმა გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად სცნეს

მოლდოვისა და ირლანდიის პარლამენტებმა გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად სცნეს

25/11/2022 02:23:41 ევროპა

ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატამ 1932-1933 წ.წ. გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, - იუწყება ირლანდიაში უკრაინის საელჩო.

"ეს ჭეშმარიტად ისტორიული გადაწყვეტილებაა. ირლანდია განეკუთვნება ჩვენი უახლოესი მეგობრების წრეს, რომელსაც არ ეშინია, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას" - წერს საელჩო Twitter-ში.

აღიარების გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვის პარლამენტმაც, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.

მანამდე რუმინეთის სენატმა მიიღო დეკლარაცია საბჭოთა არმიის ოკუპაციის შედეგად უკრაინელი ხალხის 1932 - 1933 წ.წ. გოლოდომორის დაგმობის თაობაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კი გოლოდომორის მსხვერპლნი სპეციალური განცხადებით გაიხსენა.

გოლოდომორის გენოციდად აღიარების საკითხი პრეზიდენტმა ზელენსკიმ ორიოდ დღის წინ ბრიტანეთის ახალ პრემიერ რიში სუნაკთან განიხილა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ კი გოლოდომორის გენოციდად აღიარებისკენ ნიდერლანდებს მოუწოდა.

გოლოდომორი - ეს იყო საბჭოთა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაული, რომელიც 1932-1933 წლებში წითელმა იმპერიამ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა. მასობრივმა შიმშილა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა, სხვადასხვა მონაცემებით, 2,2-დან 10 მილიონამდე მოქალაქე შეიწირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S