
ევროპარლამენტის რეზოლუცია: "ლუკაშენკოს რეჟიმი იზიარებს უკრაინაში სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას და ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს"
25/11/2022 06:15:32 ევროპა
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთთან ერთად იზიარებს უკრაინაში სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას, რომლის გამოც ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს საერთაშორისო ტრიბუნალისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის წინაშე".
ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ ბელარუსის დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოებს, როგორებიცაა მათ შორის Nexta და ასევე მოუწოდებენ მეტად სისტემური თანამშრომლობისკენ ევროკავშირსა და ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს შორის.
ევროპარლამენტი ასევე გმობს უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს, რომლებიც გამოუტანეს ბელარუსის 1 400-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარს, მათ შორის ე.წ ავტუხოვიჩის თორმეტეულის წევრებს.