Accentnews.ge
უკრაინის არმიამ ოკუპანტების თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერია – გენშტაბი

უკრაინის არმიამ ოკუპანტების თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერია – გენშტაბი

25/11/2022 07:50:07 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს სტელმახივკას, დიბროვას, ბელოგოროვკას, იაკოვლივკას, ბახმუცკეს, ბახმუტის, ოპიტნეს, პერვომაისკეს, კრასნოჰორივკას, მარინკას და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია შეტყობინებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 6 სარაკეტო და 14 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

ამასთან, გენშტაბის ცნობითვე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12 დარტყმა განახორციელეს და სხვადასხვა სახის რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. .

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S