25-11-2022 12:41:25 ევროპა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხერსონზე საარტილერიო იერიში მიიტანეს.
უკრაინული მხარის ცნობით, 24 ნოემბერს ქალაქზე, ჯამში, 17 თავდასხმა დააფიქსირეს.
ბოლო დაბომბვებს შეეწირა 7 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 20-ზე მეტი. ასევე, განადგურდა და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.
კიევის ცნობით, ბოლო 4 დღეში ხერსონი 62-ჯერ დაიბომბა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ქალაქს, პრაქტიკულად, საათში ერთხელ ბომბავს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მხოლოდ დეოკუპაციასა და უსაფრთხოების გარანტიებს შეუძლია არსებული მდგომარეობის შეცვლა.
რუსებმა ხერსონი მარტში დაიკავეს, ნოემბერში კი უკრაინის არმიის წნეხის ქვეშ დატოვეს. უკრაინამ რეგიონულ ცენტრზე კონტროლი 11 ნოემბერს აღადგინა.