Accentnews.ge
რუს მობილიზებულებს მძიმე დანაკარგები აქვთ სვატოვოსა და ბახმუტთან – ბრიტანული დაზვერვა

რუს მობილიზებულებს მძიმე დანაკარგები აქვთ სვატოვოსა და ბახმუტთან – ბრიტანული დაზვერვა

25/11/2022 09:07:21 ევროპა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუს მობილიზებულებს სვატოვოსა და ბახმუტთან დიდი დანაკარგი აქვთ.

"მობილიზებულმა რეზერვისტებმა, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მძიმე დანაკარგები განიცადეს ქალაქ სვატოვოს გარშემო, ლუჰანსკის რეგიონში. ასევე, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან, ფრონტის ხაზზე თავდასხმების დროს რეზერვისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაიღუპა", - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ მობილიზებულთა უმეტესობა ადრე უკვე მსახურობდა რუსეთის არმიაში.

დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუს მობილიზებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ არ არის შემოწმებული და ბევრი მათგანი იძულებულია, იმსახუროს სერიოზული ქრონიკული დაავადებების მიუხედავად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 86 150 ჯარისკაცი დაკარგა.

იმის შესახებ, რომ მობლიზებულები სამედიცინო შემოწმებიას არ გადიოდნენ, ხშირად იუწყებოდნენ თავად მობლიზებულები და მათი ოჯახის წევრები. ცნობილი გახდა სამხედრო ნაწილში მოულოდნელი გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევის თაობაზეც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S