25-11-2022 13:17:48 ევროპა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სახელმწიფო სტრუქტურებსა და შენობებში ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერების გამოყენება სრულად აკრძალა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ჩინური წარმოების სათვალთვალო ვიდეო კამერები შეიცავს რისკს, სტრატეგიული ობიექტებიდან კამერების მიერ დამუშავებული ინფორმაცია ჩინურ მხარესაც უნებართვოდ ეგზავნებოდეს, რაც, თავის მხრივ, სენსიტიური და საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის საფრთხეს წარმოშობს.
ახალი კანონმდებლობის ფარგლებში აიკრძალება როგორც უშუალოდ ჩინური კომპანიების მიერ წარმოებული კამერები, ასევე ისეთი სათვალთვალო მოწყობილობები, რომლებიც ჩინური წარმოების გარკვეულ დეტალებს შეიცავენ.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამაც. NATO–ც მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, მაქსიმალურად შეეცადონ სენსიტიური სამთავრობო სტრუქტურებიდან და თავდაცვითი სისტემებიდან ჩინური სათვალთვალო და საკომუნიკაციო მოწყობილობების ამოღებას.