მედია - გერმანია მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებას გეგმავს

25-11-2022 14:25:48 მსოფლიო

გერმანიის მთავრობა მუშაობს, რომ მიგრანტებს გერმანიის მოქალაქეობის მიღება გაუადვილოს, - იუწყება Bild.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ უცხოელებს საშუალებას აძლევს, მოქალაქეობის მიღების თხოვნით განაცხადი 8-ის ნაცვლად 5 წლის შემდეგ შეიტანონ. კანონპროექტის თანახმად, გერმანიაში დაბადებულ უცხოელ ბავშვებს მოქალაქეობა ავტომატურად მიენიჭებათ, თუ ერთ-ერთ მშობელს ხუთი წლის განმავლობაში გერმანიაში ლეგალური ცხოვრების უფლება აქვს. გარდა ამისა, 67 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს წერილობითი ენის გამოცდის ჩაბარება აღარ მოეთხოვებათ და მოქალაქეობის მისაღებად ზეპირი კომუნიკაციის უნარი საკმარისი იქნება", – იტყობინება Bild.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ გამოცემა The Local-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიგრანტებს ექნებათ ორმაგი მოქალაქეობის უფლება, რაც ამჟამად გერმანიაში მხოლოდ ევროკავშირისა და შვეიცარიის მოქალაქეებისთვისაა დაშვებული.

News

Other news