
ზელენსკი: "უკრაინამ ყირიმი ნებისმიერი საშუალებით უნდა დაიბრუნოს"
25/11/2022 10:52:50 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "უკრაინამ ყირიმი ნებისმიერი საშუალებით უნდა დაიბრუნოს".
"კიევი აუცილებელ რეჟიმში განიხილავს ყირიმის დაბრუნების საკითხს. ეს პროცესი სამხედრო იქნება თუ არა, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობაზე. მე მესმის, რომ ყველას აწუხებს სიტუაცია და ის, თუ რა ელის ყირიმს. თუკი ვინმე მზადაა, შემოგვთავაზოს ყირიმის არასამხედრო გზით დეოკუპაციის გზა, მე მხოლოდ მხარს დავუჭერ ამას“, – განაცხადა ზელენსკიმ Financial Times–სთან საუბრისას.
მისი თქმით, რუსეთის იერიში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მოწმობს, რომ მოსკოვი ომის შეწყვეტას არ აპირებს.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევისთვის ომის დასრულება ქვეყნის მთელი ტერიტორიის სრულ გათავისუფლებას ნიშნავს.
„მთელი მიწები უნდა დავიბრუნოთ. როცა დიპლომატია უსუსურია, საკითხების გადასაწყვეტად ბრძოლის ველიღა რჩება. თუკი ჩვენი მიწების სრულად დაბრუნებას ვერ შევძლებთ, ომი უბრალოდ გაიყინება. ეს დროის საკითხია, როდის განახლდება ის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.