სტოლტენბერგი: "დავეხმარებით პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს დაიცვან დამოუკიდებლობა და გააძლიერონ თავდაცვისუნარიანობა"

25-11-2022 14:59:54 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი დაეხმარება პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს დაიცვან დამოუკიდებლობა და გააძლიერონ თავდაცვისუნარიანობა. ამის შესახებ მან ნატო–ს მინისტერიალის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ შევხვდებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას, რათა განვიხილოთ ქვეყნის გადაუდებელი საჭიროებები და ჩვენი გრძელვადიანი დახმარება. ასევე შეხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი არის რუსეთის ზეწოლის წინაშე სხვადასხვა გზით. ასე რომ, შეხვედრაზე ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ, დაიცვან დამოუკიდებლობა და გააძლიერონ თავდაცვისუნარიანობა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბუქარესტში 29-30 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები