Forbes: "რუსეთმა ომის წარმოებისთვის წლიური ბიუჯეტის ერთი მეოთხედი უკვე დახარჯა"

25-11-2022 16:09:01 მსოფლიო

Forbes-ის შეფასებით, რუსეთმა ომის წარმოებისთვის დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი უკვე დახარჯა, რაც ქვეყნის წლიური ბიუჯეტის ერთი მეოთხედია.

ამ თანხიდან 14 მილიარდზე მეტი დაიხარჯა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებში. წინასწარი შეფასებით, შეჭრიდან ცხრა თვის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ გაშვებულია 4 ათასზე მეტი რაკეტა. თითოეულის ფასი დაახლოებით 3 მილიონი დოლარია.

თითქმის 6,6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა არტილერიის უზრუნველსაყოფად, 15,6 მილიარდი - სამხედროების ხელფასებზე. გარდა ამისა, რუსეთმა 20,8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა დაკარგა .

დასავლეთის სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის რაკეტების მარაგი მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაგრამ 3-4 მასირებული იერიშისთვის ჯერ კიდევ კმარა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები