Accentnews.ge
უკრაინის სპეცსამსახური კიევში ФСБ–ს აგენტის დაკავების შესახებ იუწყება

უკრაინის სპეცსამსახური კიევში ФСБ–ს აგენტის დაკავების შესახებ იუწყება

25/11/2022 12:47:09 ევროპა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ კიევში დააკავეს ФСБ–ს აგენტი, რომელიც ანექსირებული სევასტოპოლიდან უკრაინის დედაქალაქში მიავლინეს ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერთი თვით ადრე.

„ნათესავებთან სტუმრობის საფარქვეშ, გარკვეული პერიოდი „ძილის რეჟიმში“ იყო და როცა მოქმედება დაავალეს, ის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. თავდამსხმელმა შეასრულა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის დავალებები – შეაგროვა სადაზვერვო ინფორმაცია დედაქალაქის რეგიონში თავდაცვის ძალების განლაგებისა და მარშრუტების შესახებ. მიღებული ინფორმაცია მას უნდა გადაეცა აგრესორისთვის უკრაინის სამხედრო ნაწილებისა და ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ აქტიური დივერსიის დაგეგმვისა და მომზადებისთვის“, - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ინფორმატორების ფართო ქსელის შექმნა სცადა. ამისთვის მან გამოიყენა თავისი „კავშირები ყოფილ სამართალდამცავებსა და კრიმინალური წრეების წარმომადგენლებს შორის“.

„თუმცა, მან ვერ შეძლო დანაშაულებრივი ზრახვების რეალიზება“,– დასძენენ უსაფრთხოების სამსახურში.

სპეცსამსახურები ფაქტობრივად, ყოველ დღე ავრცელებენ ცნობებს სადაზვერვო ქსელების აღმოჩენის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S