Accentnews.ge
ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო

ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო

25/11/2022 16:06:04 ევროპა

ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ (პარლამენტის ქვედა პალატა) უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

"რუსეთის არმია სტრუქტურულად და მიზანმიმართულად ანადგურებს სამოქალაქო ობიექტებს უკრაინაში, - ნათქვამია პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში.

პარლამენტის წევრები მოუწოდებენ ქვეყნის მთავრობას, რომ მაქსიმალურად დაუჭიროს უკრაინას მხარი ჰუმანიტარულ, დიპლომატიურ და სამხედრო სფეროებში.

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰუკსტრამ აღნიშნა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანქციებს მათ მიმართ, ვინც ტერორიზმის სპონსორად გამოცხადდა.

23 ნოემბრის სხდომაზე, ევროპარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ცნობენ ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ნიადაგს ამზადებენ საიმისოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ.

დეპუტატებმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდეს, ხელი შეუწყოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. კენჭისყრის წინ აღინიშნა, რომ დოკუმენტი უნდა იქცეს ნაბიჯად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი მთავრობის სამართლებრივი დევნის გზაზე.

რეზოლუცია ევროპის ქვეყნებს არ ავალდებულებს რაიმე მოქმედებას და სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მის მიღებას მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 44-მა თავი შეიკავა, 58 წინააღმდეგი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S