Accentnews.ge
უკრაინაში არც ერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც მტრის მიერ არ არის დაბომბილი – შმიგალი

უკრაინაში არც ერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც მტრის მიერ არ არის დაბომბილი – შმიგალი

25/11/2022 16:50:24 ევროპა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ამბობს, რომ უკრაინაში ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგურმა განიცადა თავდასხმა.

„დღეს უკრაინაში არც ერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც მტრის მიერ არ არის დაბომბილი. ამის მიუხედავად ჩვენი ენერგოსისტემა მძიმე სისტემური ავარიიდან გამოვიდა. ამ მომენტისთვის ელექტროენერგიის მწარმოებლები უზრუნველყოფენ მოხმარების საჭიროების 70%-ს”, - განაცხადა შმიგალმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ელექტროენერგია უკრაინის თითქმის მთლიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიეწოდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S