
გერმანია გოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს
25/11/2022 17:28:25 ევროპა
გერმანია გოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს, იუწყებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და მისი გერმანელი კოლეგა ანალენა ბერბოკი.
კულებას ცნობით, შესაბამისი რეზოლუცია შემდეგ კვირას იქნება მიღებული.
“გერმანიის ყველა დემოკრატიული ფრაქცია შეთანხმდა იმაზე, რომ შემდეგ კვირას მნიშვნელოვანი საერთო რეზოლუცია იქნება მიღებული გოლოდომორზე. გადაწყვეტილია: ბუნდესტაგი ამას როგორც გენოციდს აფასებს”, - წერს კულება.
მოგვიანებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა “ტვიტერის” პირად გვერდზე ეს ინფორმაცია დაადასტურა.
“სისტემური შიმშილის შედეგად მილიონობით უკრაინელი გარდაიცვალა. მადლობა, დმიტრო კულება იმისთვის, რომ მოგვიწოდეთ, დავარქვათ ამ დანაშაულს მისი ახლანდელი სახელი: გენოციდი. მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერდა ამას გერმანულ ბუნდესტაგში”, - წერს ბერბოკი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოლდოვისა და ირლანდიის პარლამენტებმა გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად სცნეს.
რუმინეთის სენატმაც მიიღო დეკლარაცია საბჭოთა არმიის ოკუპაციის შედეგად უკრაინელი ხალხის 1932 - 1933 წ.წ. გოლოდომორის დაგმობის თაობაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კი გოლოდომორის მსხვერპლნი სპეციალური განცხადებით გაიხსენა.
გოლოდომორის გენოციდად აღიარების საკითხი პრეზიდენტმა ზელენსკიმ ორიოდ დღის წინ ბრიტანეთის ახალ პრემიერ რიში სუნაკთან განიხილა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ კი გოლოდომორის გენოციდად აღიარებისკენ ნიდერლანდებს მოუწოდა.
გოლოდომორი - ეს იყო საბჭოთა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაული, რომელიც 1932-1933 წლებში წითელმა იმპერიამ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა. მასობრივმა შიმშილა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა, სხვადასხვა მონაცემებით, 2,2-დან 10 მილიონამდე მოქალაქე შეიწირა.