Accentnews.ge
არახამია ვენაში ოლიგარქ ფირტაშს შეხვდა

არახამია ვენაში ოლიგარქ ფირტაშს შეხვდა

25/11/2022 18:24:02 ევროპა

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი დავით არახამია ვენაში ჩავიდა ოლიგარქ დიმიტრო ფირტაშთან შესახვედრად, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის მოლოდინში, ავსტრიის დედაქალაქში იმყოფება.

„უკრაინსკაია პრავდა“ წერს, მან საკუთარი წყაროებით მიიღო ვიდეო, რომელიც სასტუმრო "Ritz-Carlton“-ში არახამიასა და ბიზნესმენ ვემირ დავითიანის შეხვედრას ასახავს. ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა გამოცემას დაუდასტურეს, რომ დავით არახამია ორი დღე-ღამის განმავლობაში ცხოვრობდა აღნიშნულ სასტუმროში და იქ დმიტრო ფირტაშს შეხვდა.

დავით არახამიამ „უკრაინსკა პრავდას“ დაუდასტურა ვენაში ფირტაშთან შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო "მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივების განხილვა ნიკოლაევის ოლქში პორტების შესანარჩუნებლად, სადაც DF Group-ი ფლობს „ნიკა-ტერას“ პორტს, ასევე ტიტანის მრეწველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების გადაწყვეტის საკითხი“.

ამასთან „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა გამოცემას უთხრა, რომ სასტუმროში ცხოვრებისთვის მან 1075 ევრო დახარჯა.

2019 წლის ივლისში ავსტრიის იუსტიციის მინისტრმა კლემენს იაბლონერმა დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინელი ოლიგარქის დმიტრო ფირტაშის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ.

ფირტაშს ბრალად ედება სავარაუდო კორუფციულ სქემაში მონაწილეობა, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია „ბოინგისთვის“ ტიტანის მიწოდებას. ფირტაში ყველა ბრალდებას უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S