Accentnews.ge
უკრაინამ ყველა ატომური ელექტროსადგური ეროვნულ ელექტრო ქსელთან მიაერთა - IAEA

უკრაინამ ყველა ატომური ელექტროსადგური ეროვნულ ელექტრო ქსელთან მიაერთა - IAEA

25/11/2022 19:24:07 ევროპა

უკრაინის ყველა ატომურმა ელექტროსადგურმა სრული გამორთვის შემდეგ, ეროვნულ ელექტრო ქსელზე წვდომა დაიბრუნა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, უკრაინამ დაადასტურა, რომ რივნის, სამხრეთ უკრაინისა და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურები კვლავ ჩართულია ქსელში და მუშაობენ ქვეყნისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის.

ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზეც. უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) გარე კავშირი ელექტრო ქსელთან მისი გათიშვიდან ერთი დღის შემდეგ აღდგა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი სარაკეტო იერიშს ახორციელებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S