
ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
26/11/2022 09:01:39 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი თავდასხმის საქმეზე 2 პირია დაკავებული.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, წუხელ ცხრამუხის დედათა მონასტერში შეჭრის შემდეგ თავდამსხმელები მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.