Accentnews.ge
საგარეო საქმეთა სამინისტრო დარღვევების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ აღიარებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო დარღვევების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ აღიარებს

23/10/2019 06:12:08 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართალი

საგარეო საქმეთა სამინისტრო დარღვევების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ აღიარებს.

კერძოდ, როგორც „აქცენტს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, 2018 წლის განმავლობაში პრემია-დანამატის ნაწილი სამინისტროს ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე გაიცა, რაზეც სამინისტრომ შესაბამისი რეაგირება უკვე მოახდინა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის მიერ 2018 წლის განმავლობაში პრემია-დანამატების შესახებ სხვადასხვა მედია პლატფორმების მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს მნიშვნელოვან უზუსტობებს.  2018 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამ სსიპ-ის თანამშრომლების ანაზღაურება იყო 400 000-მდე, საიდანაც პრემია-დანამატისთვის მთელი წლის განმავლობაში გამოყენებულია 65 000, საიდანაც 18 020 ლარი გაიცა სამინისტროს ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე, რაზეც სამინისტროს მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირება“, – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „2018 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში 1,4მლნ ლარის ოდენობის პრემია–დანამატი გასცეს. დანამატი 7–ჯერ თვითნებურად გამოიწერეს“.

„საქართველოს კანონით, ხელმძღანელებზე პრემია-დანამატები ზემდგომ პირებთან შეთანხმებით გაიცემა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სამივე სსიპ-ის ხელმძღვანელმა სახელფასო დანამატი თვითნებურად გამოიწერა. კანონმდებლობით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა დასაქმებულთა 2%-ზე ნაკლები უნდა იყოს. სამინისტროში დასაქმებული 709 ადამიანიდან შტატგარეშედ 468 (66%) მუშაობს, რაც კანონიერ ნორმას 33-ჯერ აღემატება“, – ნათქვამია „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S