28-11-2022 09:58:02 კავკასია
აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
"არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს აღდამში, ხოჯავენდში და ტერტერის მიმართულებები. აღნიშნულ მიმართულებებზე დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადექვატური საპასუხო ზომები მიიღეს", – აცხადებს აზერბაიჯანის თავადაცვის სამინისტრო.
სომხეთი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ "აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას".