
რუსთავში 21 წლის გოგო დაჭრეს
28/11/2022 08:20:02 სამართალი
რუსთავში მეგობრობის გამზირზე მდებარე "გალფის" ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიის თანამშრომელი დაჭრეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 21 წლის გოგო ურთიერთშელაპარაკების დროს მისმა 18 წლის მეგობარმა გოგომ ცივი იარაღით დაჭრა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უფროსმა პაატა პაატიშვილმა განგვიცხადა, გოგონას ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.