Accentnews.ge
ზუგდიდში კაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

ზუგდიდში კაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

28/11/2022 08:31:58 სამართალი

ზუგდიდში, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხველმა 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, იგი კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მისი გარარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება მსხვერპლს, 60 წლის მამაკაცი ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ირკვევა, მეზობლებს შორის დავა ყოფით ნიადაგზე გაჩნდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S